დანია აცხადებს, რომ Nord Stream 1-ზე გაზის გაჟონვა შეწყდა
Nord Stream-ის ოპერატორმა Nord Stream AG-მ დანიის ენერგეტიკის სააგენტოს აცნობა, რომ მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ დანიის ენერგეტიკის სააგენტო Twitter-ზე წერს.
"ამჟამად, როგორც ჩანს, მიღწეულია სტაბილური წნევა Nord Stream 1-ის ორ მილსადენზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის გაჟონვა შეჩერებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
ერთი დღით ადრე, დანიის ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ გაჟონვა ასევე Nord Stream 2-ზეც შეწყდა.