დანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის
დანია თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის და მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
კოპენჰაგენი 1 ივნისს რეფერენდუმს ჩაატარებს, რომელზეც დანიელებმა უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა შეუერთდნენ ევროკავშირის ერთიან თავდაცვით პოლიტიკას.
დანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიების შეთანხმების თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი 2033 წელს მშპ-ს 2%-ს მიაღწევს.
გარდა ამისა, პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დანია რუსულ გაზზე დამოკიდებული არ უნდა იყოს.
ქვეყნის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა თქვა, რომ ეს "რაც შეიძლება სწრაფად მოხდება".
"ენერგეტიკული პოლოტიკა არ არის მხოლოდ ენერგეტიკული პოლიტიკა, ეს უსაფრთხოების საკითხია", - აღნიშნა დანიის პრემიერმა.