დანიაში ყველა შეზღუდვა უქმდება

 

დანია კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული ყველა დარჩენილი შეზღუდვის გაუქმებას გეგმავს.

ქვეყანაში ომირკონ შტამის გავრცელების მიუხედავად, საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობის და გარდაცვალების მაჩვენებელი სტაბილურია, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია.

"დღეს შეგვიძლია გავიღიმოთ, რადგან წარმოუდგენლად კარგი ამბავი გვაქვს. დანიაში კორონავირუსის ბოლო შეზღუდვები უქმდება", - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. 

დანიაში უკანასკნელი შეზღუდვა 1 თებერვალს მოიხსნება.

ოთხშაბათს ქვეყანაში კორონავირუსის 46 000 დღიური ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დანიის მოსახლეობის 82% სრულად არის აცრილი, 50% კი ბუსტერით.

 

მსგავსი სიახლეები