დანიის ჯანდაცვის მინისტრი: ომიკრონი უკვე დომინანტი შტამია

 

კორონავირუსის ახალი, ომიკრონ ვარიანტი დანიაში დომინანტი შტამია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ომიკრონი უკვე დომინანტი ვარიანტია და მისი გავრცელება იზრდება", - თქვა მინისტრმა მაგნუს ჰეუნიკემ.

გუშინ დანიაში რეკორდული რაოდენობის, 13 558 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მათგან 500 ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. 

დანიის მოსახლეობა 5.8 მილიონია და მისი 77% სრულად არის აცრილი.

სკანდინავიურ ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა ერთი თვის წინ დაფიქსირდა.

კვირას დანიის ხელიუსფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა. დაიხურა კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები და კვების ობიექტებს მუშაობის საათები შეუმცირდათ. რეგულაციები მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები