დანიის პრემიერი: დანიაში და ევროპაში აშშ-ის მეტი ჩართულობა გვსურს

 

დანიამ შესაძლოა პირველად ბოლო ათწლეულების განმავლობაში დანიამ ამერიკელ ჯარისკაცებს და ამერიკულ სამხედრო ტექნიკას უმასპინძლოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის გამოსვლიდან.

"ჩვენ გვსურს უფრო აშშ-ის უფრო მეტი ჩართულობა დანიასა და ევროპაში. უშუალოდ უკრაინაში და ამ ქვეყნის ირგვლის შექმნილი ვითარება ნათლად გვაჩვენებს, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და თავისუფლება არ მივიღოთ როგორც ნაჩუქარი და კიდევ უფრო მჭიდროდ ვიმუშავოთ ამერიკელებთან",- ამბობს დანიის პრემიერი. 

ცნობილი ხდება, რომ დანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკელი ჯარისკაცების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ პრემიერის თქმით ეს არ რის დაკავშირებული უკრაინის საზღვარზე მიმდინარე დაძაბულობასთან. 

ფრედერიკსენის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს. დანიის თავდაცვის მინისტრის, მორტენ ბოდსკოვის თქმით, საუბარი არის ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე, თუმცა ინიციატივა გულისხმობს ამერიკელი სამხედროების მიერ დანიელი ჯარისკაცების გაწვრთნას, საერთო სამხედრო სწავლებებს და გაზრდილ საზღვაო თანამშრომლობას.

დანია ნატოს დამფუძნებელია წევრია, თუმცა საბჭოთა კავშირის წნეხის გამო ქვეყანამ უარი ამერიკელი სამხედროების მიღებასა და ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე. ეს მოცემულობა 1950-წლებიდან მოყოლებული უცვლელია. 

განსხვავებული ვითარებაა დანიის სამეზობლოში სადაც ნორვეგიაც და სამივე ბალტიური სახელმწიფოც მასპინძლობენ ამერიკელ ჯარისკაცებს. მაგალითად ლატვიის პრემიერის თქმით, სადაც ამჟამად 500 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული, ისინი უახლოეს მომავალში ამერიკელი სამხედროების რიცხვის გაზრდას მოინდომებენ. 

დანიის პოლიტიკურ სპექტრში აშშ-სთან მიმდანარე მოლაპარაკებებს უკვე უწოდეს ისტორიული, თუმცა საკითხთან დაკავშირებით აზრები გაიყო. 

ინიციატივა გააკრიტიკა ოპოზიციური დამოუკიდებელ მწვანეთა პარტიის წევრმა, სიკანდარ სიკიდმა, რომლის თქმით აშშ-სთან ურთიერთობამ დანია უკვე მიიყვანა უკანონო ომში ჩართულობამდე ერაყში და ავღანეთის უიმედო მისიაში მონაწილეობამდე. 

ინიციატივას მხარი დაუჭირეს პარმანეტში შემავალმა მთავარმა ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ და ლიბერალებმა. 

მოლაპარაკებებს პოზიტიურად უყურებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც ამბობენ, რომ მიესალმებიან ახალ ორმხრივ შეთანხმებას. 

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის საშიშროების ზრდის ფონზე, ჩრდილოეთ ევროპაში ბოლო თვეების განმავლობაში ნატოში გაწევრიანების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. 

ფინეთსა და შვედეთში, რომლებიც ნატოს წევრი სახელმწიფოები არ არიან, ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა ალიანსში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი. 

მსგავსი სიახლეები