დესტაბილიზაციის ფონზე ნატო კოსოვოში დამატებით 700 სამხედროს გზავნის

რეგიონში დაძალებულობის ფონზე ნატო კოსოვოში მოქმედი დანაყოფის გაძლიერებას აპირებს. 

გადაწყვეტილების შესახებ იენს სტოლტენბერგმა დღევანდელ ბრიფინგზე გამოაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, საუბარია დამატებით 700 ჯარისკაცზე, რომლებიც კრიზისულ რეგიონში დღეს ღამით გაემგზავრებიან. 

სტოლტენბერგის განცხადებას წინ უძღოდა უშულოად სამხედრო დანაყოფის (KFOR) განცხადება, რომელშიც კონტინგენტის რაოდენობის ზრდაზე იყო საუბარი. დამატებითი სამხედროები კოსოვოს სერბულ ანკლავებში, ჯამურად 5 რაიონში განთვასდებიან. 

კონტექსტი 

29 მაისს კოსოვოს ზოგიერთ რეგიონში ეთნიკურ სერბებსა და ნატოს ძალებს შორის მომხდარი შეტაკებები. ამ მოვლენების შედეგად დაშავებულია 30 სამხედრო პირი და რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. 

რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც  26 მაისს მოვალეობის შესრულებას შეუდგა ჩრდილოეთ რეგიონების ქალაქების რამდენიმე მერი - ადგილობრივ არჩევნებში კოსოვოელმა ალბანელებმა გაიმარჯვეს, რამდენადაც სერბებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. 

შედეგად რამდენიმე ქალაქში კოსოვოს სპეცრაზმსა და სერბ დემონსტრატებს შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებებს. სერბეთის პრეზიდენტმა ბოლო 1 წელიწადში მეორედ მოიყვანა არმა საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში, დაიწყო სერბეთის არმიის დანაყოფების გადასროლა გაყოფის ხაზთან კოსოვოსა და მეტოხიაში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ვუჩიჩი მოგვიანებით საგანგებო მიმართვას გაავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები