საქართველოში კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ საქართველოში არ შეუშვეს და თბილისის აეროპორტიდან დეპორტით კიევში აბრუნებენ.
"თბილისში კიევიდან ჩავედი. სახელმწიფო დონეზე მიიღეს კიევში ჩემი დეპორტაციის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ოფიციალური მოწვევით, დაგეგმილი მქონდა აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრა. არავითარი ახსნა გარდა მესაზღვრეების თანამგრძნობი ჟესტებისა არ არის. ყველა ყველაფერს ხვდება, მაგრამ…. ესეც შენი რუსული ემიგრაციის ცენტრი. ესეც შენი რბილი ძალა და რუსული სამყარო." - წერს გუდკოვი.
რუსმა ოპოზიციონერმა და კრემლის კრიტიკოსმა სამშობლო 2021 წლის ივნისში მას შემდეგ დატოვა, რაც მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აღიძრა.