ერდოღანი გამარჯვების შესახებ გამოაცხადა და არჩევნებს დემოკრატიის ზეიმი უწოდა

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი სტამბოლში საკუთარი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შესახებ გამოაცხადა. 

"თქვენ დამაკისრეთ პასუხისმგებლობა ქვეყანა კიდევ 5 წლით ვმართო",- განაცხადა ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს მაღალი აქტივობისთვის და თქვა, რომ დაფიქსირებული შედეგი ყველა მოქალაქის გამარჯვებაა, რომელიც არ აყენებს საფრთხის ქვეშ დემოკრატიას. 

კონტექსტი 

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ითვლიან - ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით დათვლილია ხმათა 75%. ერდოღანის მხარდაჭერის მაჩვენებელი 53.4%-, ხოლო ქილიჩდაროღლუს 46.5%. 

მსგავსი ვითარებაა კერძო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებითაც, ერდოღანი დამოუკიდებელი და ოპოზოციური მთვლელების მონაცემებითაც იმარჯვებს. 

მსგავსი სიახლეები