ერდოღანი: რუსეთი და უკრაინა ხორბლის ტრანზიტის შეთანხმებასთან ახლოს არიან

უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

თებერვალში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში უკრაინას ფაქტობრივი ბლოკადა მოუწყო, რის გამოც კიევი მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს ვეღარ ახერხებს.

უკრაინა რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი რაოდენობით მარცვლეულის კონფისკაციაში სდებს ბრალს.

ანკარა კიევს და მოსკოვს შორის ხორბლის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს.

„მოლაპარაკებები გრძელდება, რათა [უკრაინულმა] მარცვლეულმა და მზესუმზირის ზეთმა დანარჩენ მსოფლიოს მიაღწიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, კომერციული ნაოსნობისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან ხორბლის დეფიციტის გამო აფრიკის კონტინენტზე „სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან“.

მსგავსი სიახლეები