ერდოღანის თქმით, თურქეთს და რუსეთს "ერთმანეთი სჭირდებათ"
თურქეთი არის "ძლიერი სახელმწიფო", რომელსაც "პოზიტიური ურთიერთობა აქვს რუსეთთან." ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუში 19 მაისს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთსა და თურქეთს "ერთმანეთი ყველა შესაძლო სფეროში სჭირდებათ."
ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა "არ არის იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, როგორც ეს დასავლეთმა გააკეთა" 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო - "ჩვენ არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით."
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს "არ აქვს ძალიან დაბალანსებული მიდგომა... ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც რუსეთია."
17 მაისს ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სურსათის ექსპორტის შესახებ "მარცვლეულის შეთანხმება" კიდევ ორი თვით გახანგრძლივება.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ეს შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის წყალობით."
ერდოღანი რეგულარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და არაერთხელ შესთავაზა მათ შუამავლობა.