ესპანეთის მთავრობამ თავდაცვისთვის დამატებით €8 მილიარდი გამოყო
ესპანეთის მთავრობამ თავდაცვაში დამატებითი ინვესტიციებისთვის ჯამში 8 მილიარდი ევრო გამოყო. ამის შესახებ El Mundo წერს.
მთავრობა აპრილის შუა რიცხვებში დათანხმდა თითქმის €5 მილიარდი და დამატებითი €3 მილიარდი გამოყოს თავდაცვითი შესყიდვებისთვის. გამოცემის ცნობით, საუბარია Eurofighter-ის გამანადგურებლებზე, NH-90-ის ვერტმფრენებზე და 8x8 ბორბლიან ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე.
ესპანეთის მიერ შეიარაღებაში ინვესტირება ემთხვევა ცნობებს იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა მაროკოსთვის 18 HIMARS-ის გამშვებისა და სამი სხვადასხვა მოდელის 112 მიწისზედა რაკეტის მიწოდებაზე, რომელთა მოქმედების დიაპაზონიც 82-დან 305 კილომეტრამდეა.
ესპანეთისთვის შეუმჩნეველი არ რჩება მეზობელი ქვეყნის ნაბიჯები.
"მაროკო და ალჟირი კვლავ ჩაძირულნი არიან დაძაბულ "უსაფრთხოების დილემაში", რომლის ფონზეც ჩნდება დასავლეთ საჰარას საკითხი", - ნათქვამია ორშაბათს გამოქვეყნებულ ესპანეთის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში.
ესპანეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ 2029 წელს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-ს მიაღწევს, როგორც ამას ნატო მოითხოვს.