მადრიდში ჩატარებულ აქციაზე ესპანეთის პრემიერის მხარდამჭერებმა სანჩესს სთხოვეს, რომ არ გადადგეს
სოციალისტური პარტიის ათასობით მხარდამჭერი მადრიდში საპროტესტო აქციაზე შეიკრიება და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდა.
ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სოციალისტური პარტიის შტაბ-ბინასთან აქცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც სანჩესმა მოულოდნელად განაცხადა, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგეს მეუღლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებების გამო.
პრემიერის მხარდამჭერები ქუჩებში გამოვიდნენ, პოპულარულ პოპ სიმღერებს მღეროდნენ და სანჩესს დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ბევრ მათგანს თან ჰქონდა პარტიის დროშები და ატარებდა ბანერები ლოზუნგებით - "პედრო, არ დანებდე" და "ესპანეთს სჭირდები."
ესპანეთის მთავრობის ცნობით, აქციას პრემიერ-მინისტრის დაახლოებით 12 500 მხარდამჭერი შეუერთდა. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღო ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომაც.
ოთხშაბათს, სანჩესმა თქვა, რომ "რამდენიმე დღით" საქმეს მოწყდება, რათა გადაწყვიტოს, სურს თუ არა განაგრძოს მთავრობის ხელმძღვანელობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი მეუღლის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციაზე გამოძიება დაიწყო.
სანჩესი მისი მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს. ის ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მისი და მისი ოჯახის შეურაცხყოფის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილი.
გადაწყვეტილებას ის ორშაბათს გამოაცხადებს.
ოპოზიციურმა პარტიებმა დაგმეს სანჩესის განცხადება.
"ყველა მოქალაქეს ვთხოვ, თავი არ მოიტყუონ. ესპანეთში არანაირი პრობლემა არ არის; ის, ვისაც სასამართლოსთან პრობლემები აქვს, არის სანჩესი, მისი მთავრობა, მისი პარტია და მისი გარემოცვა. დაე მათ გადაწყვიტონ ეს," - აღნიშნა მთავარი ოპოზიციური პარტიის, ესპანეთის სახახლო პარტიის ლიდერმა ალბერტო ნუნეზ ფეიხომ.
მადრიდის პროკურატურამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სანჩესის მეუღლის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტა მოითხოვეს.
გაურკვეველია დასახელდება თუ არა გომესი ოფიციალურად ეჭვმიტანილად დახურულ გამოძიებაში, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა.