ესტონეთის პრემიერი: მოდი თავდაცვის საფუძვლებიდან დავიწყოთ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ვერსალის სამიტზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროპამ თავიდაცვის მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

"როგორ ვთანამშრომლობთ, რას ვაკეთებთ ევროპულ დონეზე, ვყიდულობთ თუ არა საერთო თავდაცვით შესაძლებლობებს, მაგალითად, რაც ძალიან ძვირია ნებისმიერი ცალკეული სახელმწიფოსთვის დამოუკიდებლად შესაძენად". - განაცხადა კალასმა.

"ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან... მთელი ევროკავშირისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, თუ ყველა [ევროპული] ქვეყნის არმია უფრო ძლიერია", - თქვა მან.

უკრაინის თხოვნაზე, შეუერთდეს ევროკავშირს, კალასმა თქვა, რომ პარასკევს დილით გამოქვეყნებული დეკლარაცია იყო "მკაფიო გზა წევრობისთვის".

"ჩვენ ყველას შეგვიძლია ვისარგებლოთ უფრო მდიდარი, უფრო სტაბილური და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უკრაინით. ამას დრო სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა მხარე ასევე იღებს ვალდებულებას, რაც შეიძლება სწრაფად გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი", - დასძინა მან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები