ესტონეთმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა
ესტონეთის პარლამენტმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ 21 აპრილს პარტია ხალხის მსახურმა დეპუტატმა ელენა შულიაკმა განაცხადა.
ესტონელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ 1993 წელს ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად.
"ჩვენ ვიცნობთ ესტონეთს, როგორც ნულოვანი ტოლერანტობის ქვეყანას ნებისმიერი ტოტალიტარიზმის, დიქტატურის, გენოციდის და არაადამიანური პოლიტიკის სხვა გამოვლინებების მიმართ. დღეს კი ის იყო პირველი, ვინც განიხილა გენოციდის აღიარების საკითხი, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე 21-ე საუკუნეში. ეს მნიშვნელოვანია ათიათასობით მსხვერპლის ხსოვნისათვის. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გააუპატიურეს და აწამეს, ვისაც სახლები დაუნგრიეს, ეს მნიშვნელოვანია ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დღეს მარიუპოლში იძულებულნი არიან სარდაფებში დაიმალონ და აქვთ უკანასკნელი იმედი, რომ რუსული ჯარები როგორმე ჰუმანიტარულ დერეფნებს მისცემსენ", - აღნიშნა შულიაკმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის ქმედებების გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ესტონელ პარლამენტარებს და ესტონელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის.