ეთიოპია და აჯანყებული ტიგრაის ძალები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ეთიოპიის ცენტრალური ხელისუფლება და აჯანყებული ტიგრაის ძალები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„განუსაზღვრელი დროით“ ზავის დადების შესახებ ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი აჰმედმა გამოაცხადა.

ტიგრაის სახალხო განთავისუფლების ფრონტმა (TPLF) ხელისუფლებას რეგიონში გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისკენ მოუწოდა.

ტიგრაის პროვინციის ასობით ათასი მცხოვრები შიმშილის პირას იმყოფება.

ეთიოპიის მთავრობასა და აჯანყებულ ტომს შორის ომი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო.

კონფლიქტი მას შემდეგ გაღვივდა, რაც TPLF-ს დასამხობად აბი აჰმედმა პროვინციაში ეთიოპიის არმიის ნაწილები გაგზავნა.

სამოქალაქო ომმა უკვე ათასობით ეთიოპიელის სიცოცხლე შეიწირა.

გაეროს ინფორმაციით, ტიგრაის დატოვება 400 000-მდე ლტოლვილს მოუწია.

 

მსგავსი სიახლეები