ევროკავშირმა ლიეტუვას ჩინეთის ემბარგოსთან გამკლავების გეგმა დაუმტკიცა

ევროპულმა კომისიამ ლიეტუვას ნება დართო, ჩინეთის ემბარგოსგან დაზარალებულ კომპანიებს 130 მილიონი ევროს პაკეტით დაეხმაროს.

ევროკომისიის განცხადებით, ლიეტუვის შემუშავებული სქემა ზიანის „პროპორციულია“ და ჩინური სავაჭრო შეზღუდვებით დაზარალებულ ფირმებს „ბიზნეს-სტრატეგიების გადალაგებაში“ დაეხმარება. 

იანვარში ბრიუსელმა პეკინის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა ლიეტუვის წინააღმდეგ ჩინეთის „დისკრიმინაციული სავაჭრო პოლიტიკის“ გამო.

ჩინეთმა ბალტიის ქვეყანასთან ვაჭრობა თითქმის შეაჩერა მას შემდეგ, რაც ვილნიუსში ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა, რომელიც „ტაივანის“ სახელს ატარებს.

პეკინი კუნძულოვან ქვეყანას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და მას „ჩინეთის ტაიპეიდ“ მოიხსენიებს.

ლიეტუვის მიერ ტაივანთან ურთიერთობების გაძლიერების ფონზე ჩინეთმა ვილნიუსიდან ელჩი გამოიწვია.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, პეკინი მსხვილ ევროპულ კომპანიებს ლიეტუვაში ინვესტიციების ჩადებისგან თავის შეკავებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ სავაჭრო შეზღუდვების შემოღებით ემუქრება.

მსგავსი სიახლეები