ევროკავშირი უკრაინას დაპირებული საარტილერიო ჭურვების მიწოდების გრაფიკს ჩამორჩა

ევროკავშირი უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეთანხმებულ გრაფიკს ჩამორჩება. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, შეთანხმებული დროის ნახევარზე მეტის გასვლის შემდეგ ევროკავშირისგან უკრაინამ შეთანხმებული ჭურვების მხოლოდ 30% მიიღო. მიმდინარე წლის თებერვალში მიღწეული შეთანხმების მიხედვით ევროკავშირმა უკრაინას ყოველწლიურად 155 მილიმეტრის 1 მილიონი ჭურვი უნდა მიაწოდეს. 

გამოცემის წყაროს ცნობით, შეთანხმების მონაწილე ზოგი ქვეყანა დაწესებული ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. მაღალი ალბათობით, ევროკავშირის სახელმწიფოები კვლავ არ ახერხებენ წარმოების მოცულობის გაზრდას, რისთვისაც გრძელვადიანი ინვესტიციებია საჭირო. 

საარტილერიო ჭურვების წარმოების გაზრდა დაანონსა ამერიკის შეერთებულ შტატებმაც, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას უკრაინისთვის საგრძნობი ეფექტი მხოლოდ 2024 წლის მიწურულიდან ექნება. 

კონტექსტი 

ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, საარტილერიო ჭურვები უკრაინის წინააღმდეგობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებისთვის ვაშინგტონმა რამდენიმე შეთანხმება გააფორმა, მათ შორის სამხრეთ კორეასთან, რომელმაც აშშ-ს 500 ათასი ჭურვი გადასცა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები