ევროკომისარი: ევროკავშირი მზად არის რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტისთვის

ევროკავშირი კარგად არის მომზადებული რუსული გაზის შესაძლო სრული შეწყვეტისთვის. ამის შესახებ შაბათს, 3 სექტემბერს, ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ იტალიის ქალაქ ცერნობიოს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად ავსებს გაზის საცავებს და იღებს ზომებს ენერგიის დაზოგვის მიზნით.

"ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების", - თქვა ჯენტილონიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი რუსეთს ხელშეკრულებების დაცვას მოსთხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისთვის მზადაა.

როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, "მომარაგების დივერსიფიკაციის წყალობით" ევროკავშირში გაზის საცავები ახლა დაახლოებით 80 პროცენტით არის სავსე. გერმანიაში გაზსაცავები, 3 სექტემბრის დილის მდგომარეობით, 84.53 პროცენტით არის შევსებული.

მსგავსი სიახლეები