ფაშინიანი არ მიიღებს მონაწილეობას ОДКБ-ს სამიტში, კრემლი სინანულს გამოთქვამს
ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრება კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტს გამოტოვებს, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობა ავრცელებს. სამიტის გამოტოვების შესახებ ფაშინიანმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.
"ფაშინიანმა განუცხადა ბელარუსის პრეზიდენტს, რომ ვერ დაესწრება ОДКБ-ს სხდომას და გამოთქვა იმედი, რომ პარტნიორები გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან",- ნათქვამია სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
ფაშინიანის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა კრემლი - "ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოს მეთაურებს დატვირთული გრაფიკი აქვთ, მაგრამ შემთხვევაში შეგვიძლია მხოლოდ სინანული გამოვთქვათ, რადგან ასეთი შეხვედრები აზრთა გაცვლისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა",- განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
კონტექსტი
8 ნოემბერს სომხეთმა გამოტოვა დსთ-ს უსაფრთხოების საბჭოების ხელმძღვანელთა შეხვედრა.
სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გასულ წლებში ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ დაიძაბა. ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა 19 სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის არმიამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ყარაბაღში დარჩენილ ბოლო სომხურ ანკლავზე სრული კონტროლი დაამყარა.
ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა ჩააფლავეს მისია. პარალელურად სომხეთმა გააქტიურა ურთიერთობები ევროკავშირთან. სომხეთის პრემიერმა, განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს სომხეთის სარგებელს კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში წევრობისგან.
ოქტომბერში ფაშინიანმა ბიშკეკში გამართული დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტიც გამოტოვა.