FBI: რუსეთი კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევას შეეცდება

რუსეთმა აშშ-ს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევა შეიძლება სცადოს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.

ამის შესახებ ნიუ-იორკში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორმა კრისტოფერ რეიმ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კიბერ-სარდლობის უფროსმა, გენერალმა პოლ ნაკასონემ განაცხადეს.

ნოემბერში ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის წევრებს და სენატორების მესამედს ირჩევენ.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მზარდი ინფლაციის და ბენზინზე მაღალი ფასების ფონზე დემოკრატებმა ორივე პალატაში უმრავლესობა შეიძლება დაკარგონ.

ამერიკის საგამოძიებო უწყებებში მიიჩნევენ, რომ რუსეთი 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და შედეგებზე გავლენის მოხდენას შეეცადა.

პოტენციური ჩარევის შესახებ ბრალდებები ისმოდა 2018 და 2020 წლების არჩევნების დროსაც.

მსგავსი სიახლეები