ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა
ფინეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის ნაწილის დახურა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ 16 ნოემბერს განაცხადა.
ვაალიმაას, ნუიჯამაას, იმატრასა და ნიირალას გამშვები პუნქტები 18 ნოემბერს შეწყვეტენ მუშაობას. გადაწყვეტილება ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე იქნება.
"ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი და სწრაფი ზომები აღმოსავლეთ საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. სპეციალურად ასეთი სიტუაციებისთვის, წინა მოწვევის პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საზღვრის დაცვის კანონში. ახლა ეს ინსტრუმენტები პრაქტიკაში ამოქმედდება," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მარი რანტანენის განცხადებით, აღმოსავლეთ საზღვარზე სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ფინეთში უკანონო მიგრაციას შეაჩერებს. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა მზად არის კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პუნქტები მთლიანად დახურულია - როგორც ფინეთის მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.
"გადაწყვეტილება შეიცვლება, თუ ის აღარ იქნება საჭირო საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად," - აცხადებს ფინეთის მთავრობა.