ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა გაზსაცავები 80%-ით უკვე შეავსო

ევროკავშირმა წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე გაზსაცავები 80%-მდე შეავსო და დასახული მიზნები ვადაზე ადრე შეასრულა. ამის შესახებ 30 აგვისტოს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე განაცხადა.

"ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას და ვინახავთ მას. ჩვენი გაზსაცავები უკვე 80%-ით სავსეა", - თქვა მან.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა განახლებადი ენერგიის წყაროები.

"დღეს აღებული ვალდებულებები უკვე შესაძლებელს ხდის 2030 წლისთვის ევროკავშირში ოფშორული ქარის ენერგიის შესახებ ჩვენი მიზნის 1/3-ის მიღწევას", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები