ფრანგების 62% თვლის, რომ ისრაელის მიზანი გაანადგუროს ჰამასი, გამართლებულია
ღაზას სექტორში ისრაელის არმიის შეტევის გააქტიურებას. საფრანგეთში საზოგადოებრივი აზრის ცვლილება არ გამოუწვევია. 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით Ifop-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს Le Figaro აქვეყნებს.
"მაშინაც კი, როდესაც უმარავი ძალიან რთული მოვლენა ვითარდება, სტაბილურობა გასაოცარია," - განმარტავს სოციალოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ფრედერიკ დაბი. "სოციალურ ქსელებში არის საფრანგეთი, რომელიც ვარაუდობს, რომ ისრაელი გენოციდს ჩადის. და არის რეალობა, რომელიც აჩვენებს გონივრულ პოზიციებს, ისრაელის ოპერაციის გააქტიურების მიუხედავად."
საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62%-ს მიაჩნია, რომ ისრაელის მიზანი, ღაზაში ჰამასის განადგურება, გამართლებულია. ოქტომბერში ტერორისტული ორგანიზაციის განადგურების მხარდამჭერთა რაოდენობა 65% იყო, ნოემბერში კი - 58%.
ფრანგების 71% ანტისემიტიზმს ხედავს, როგორც "სერიოზულ საფრთხეს ებრაული რწმენის ფრანგებისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის." ამ კონტექსტში, გამოკითხულთა 72% ეწინააღმდეგება საფრანგეთში პროპალესტინური დემონსტრაციების გაგრძელებას.
გამოკითხულთა მხოლოდ 28% გრძნობს "სიმპათიას" ისრაელის მიმართ. ეს 10%-ით ნაკლებია ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნებულ კვლევასთან შედარებით, მაგრამ 3%-ით მეტია ნოემბრის დასაწყისში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით. თუმცა, ისრაელი გაცილებით მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ვიდრე პალესტინის ხელისუფლება (10%) და ჰამასი (3%).
ფრანგების 46% კმაყოფილია ემანუელ მაკრონის პოზიციებითა და დამოკიდებულებით ამ საკითხზე, რაც ბოლო კვლევასთან შედარებით ორი პუნქტით ნაკლებია. მისმა ბოლოდროინდელმა ბუნდოვანმა პოზიციებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მას, თუმცა ის მაინც პირველ ადგილზეა.
მოქმედ პრეზიდენტს მოსდევს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი - 44%, შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი - 42% და პრემიერ მინისტრი ელისაბედ ბორნი - 41%.
ჟერალდ დარმანინი, რომელიც არ მალავს ინტერესს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ, ფართო მხარდაჭერით სარგებლობს როგორც მმართველ პარტიაში, ასევე მემარჯვენე-ცენტრისტ რესპუბლიკელებში (74%).
ღაზაში მიმდინარე კონფლიქტზე პოზიციებით ყველაზე არაპოპულარული ულტრამემარცხენე პოლიტიკოსი ჟან-ლუკ მელენშონია (19%).
Ipsos-ის ახალი კვლევის თანახმად, მისი პარტიის, დაუმორჩილებელი საფრანგეთის მხარდამჭერების 30% "ანტიპათიას" გრძნობს ებრაული სახელმწიფოს მიმართ.