ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი და მსახიობი - ვინ ეომება რუსეთს ბელგოროდში

უკვე მეორე დღეა რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინის ტერიტორიიდან გადმოსული დანაყოფების და მათ მიერ დაკავებული პოზიციების განადგურებას ცდილობენ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სასაზღვრო ოლქებში უკრაინის ტერიტორიიდან სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები გადმოდიან, თუმცა გუშინ დაწყებული შეტევა ნამდვილად ყველაზე მასშტაბურია. 

რთული სათქმელია, თუ რა დანაყოფებზეა საუბარია. მაღალი ალბათობით, ეს არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები. ცნობილია, რომ შეტევაში მონაწილეობს ე.წ. რუსეთის მოხალისეების სამხედრო კორპუსი, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძვის. 

ადგილზე უშუალოდ ამ დანაყოფების მებრძოლების მიერ გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან რამდენიმე მათგანის ვინაობის დადგენა მოხერხდა. 

ილია ბოგდანოვი - ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა ქვეყანა 2014 წელს დატოვა. ბოგდანოვი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და მოხალისეთა ბატალიონ დონბასში გაწევრიანდა. 2015 წელს ქალაქ ხარკივში ბოგდანოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ის უვნებლად გადარჩა. უკვე 2016 წელს რუსეთის სპეცსამსახურები ბოგდანოვის გატაცებას შეეცადნენ, თუმცა შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა CБУ-მ ბოდგანოვი გაათავისუფლა. 

კირილ კანახინი - მსახიობი და იოგი 

კანახინი წინა ცხოვრებაში მსახიობად და იოგის ინსტრუქტურად მუშაობდა, ცნობილი იყო დენის რადონსკის ფსევდონიმით. ასრულებდა მეორეხარისხოვან როლებს ტელე-სერიალებში, იყო მოსკოვში მდებარე ე.წ. მთვარის თეატრის მსახიობი. კანახინი უკრაინაში საცხოვრებლად 2018 წელს გადავიდა. ის მონაწილეობდა მიმდინარე წლის მარტში, იმავე ბელგოროდში განხორციელებულ რეიდში, რის შემდეგაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ის ძებნაში გამოაცხადა. 

ალექსანდრ სკაჩკოვი 

სკაჩკოვი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც საკუთარი ვინაობის დამალვა არ ისურვა და უკრაინული ჯავშანტრანპორტიორის ფონზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა. სკაჩკოვი უკრაინაში 2014 წლიდან ცხოვრობს, იმავე წლის დეკემბერში ის მოხალისეების ერთ-ერთ დანაყოფს შეუერთდა. 2015 წელს სკაჩკოვი ერთ-ერთ შეტაკებაში დაიჭრა. 2020 წელს სკაჩკოვი უკრაინელმა სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შენახვის გამო დააპიმრეს, თუმცა 1-თვიანი პატიმრობის შემდეგ სკაჩკოვი გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. 

დმიტრი სტერლკოვი 

2019 წელს სტერლკოვი ქალაქ პერში რუსეთის მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბისთვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებით გაასამართლეს. სტრელკოვი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და უკრაინაში გაიქცა. რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, სტრელკოვი რუსული ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციის, Национал-социализм / Белая власть-ის წევრია.

ალექსეი ლევკინი

ლევკინი რუსეთის ულტრა-მემარჯვენე წრეებში კარგად ნაცნობი ადამიანია, თუმცა მალევე თანამოაზრეებთან უთანხმოება მოუვიდა. 2014 წლიდან ლევკინი საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა. სხვადასხვა ცნობებით ის ბატალიონ აზოვის შემადგენლობაში იბრძოდა. 2018 წელს რუსეთის სასამართლომ ლევკინს დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა სიძულვილის გაღვივებისთვის მიუსაჯა. ლევკინი იყო სხვადასხვა ულტრა-მემარჯვენე ესთეტიკის როკ/მეტალ ჯგუფების წევრებიც. 

ალექსეი დოლგოვი

როგორც ცნობილია დოლგოვი 2014 წლიდან ოკუპირებული ლუჰანსკის ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 2022 წლის დასაწყისში გავრცელდა დოლგოვის ფოტოები უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, ხოლო ცოტა ხნის წინ ლეგიონ Свобода России-ის ვიდეო-რგოლში გამოჩნდა. 

 

მსგავსი სიახლეები