FT: რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა
გამოცემა FT-ის მიხედვით, რუსეთმა, უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იერიშების მიტანის ტაქტიკა შეცვალა. ახლა, ისინი, საჰაერო საფრთხეებისგან ნაკლებად დაცულ ობიექტებს ბომბავენ და მათ მთლიან განადგურებას ცდილობენ.
გამომცემლობის მიხედვით, რუსეთმა, 22-29 მარტის პერიოდში, საჰაერო იერში 7 თბოელექტროსადგურსა და 2 ჰიდროელექტროსადგურზე მიიტანა, რომლებიც, კიევის რეგიონთან შედარებით, საჰაერო შეტევებისგან ნაკლებად დაცული იყო.
უკრაინელი ჩინოვნიკების აზრით, 2022-2023 წლების მასირებულ თავდასხმებთან შედარებით, ეს ახალი ტაქტიკა უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინის ენერგეტიკისთვის, რადგანაც, ახლა, რუსი სამხედროები ცდილობენ ობიექტებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ.
ახალი ტაქტიკის შედეგად, რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტის აღდგენა 2024 ზამთრამდე ვერ მოხერხდება, წერს გამომცემლობა.
კომპანია DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქსიმ ტიმჩენკომ, განმარტა, რომ აქამდე რუსი სამხედროები შეტევებს ბევრი რეგიონებში განლაგებულ სხვადასხვა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ახორციელებდნენ, ახლა კი, რამდენიმე ობიექტზე კონცენტრირდნენ, რადგანაც, დაბომბვების მასშტაბებიდან გამომდინარე, “მოკლე ვადებში მათი აღდგენა შეუძლებელია”.
“იგივე რაოდენობის რაკეტები ახლა მიმართულია მხოლოდ 5-6 ენერგეტიკულ ობიექტზე ერთ რეგიონში. ისინი ცდილობენ ელექტრო მომარაგების გარეშე დატოვონ მსხვილი სამრეწველო რეგიონები და ქალაქები” - აცხადებს “უკრენერგოს” კომუნიკაციების განყოფილების უფროსი, მარია ცატურიანი.
ტიმჩენსკოს მიხედვით, რომ აღდგენილი ელექტროსადგურების ხარჯზე გაზრდილი წარმოება, ევროკავშირიდან ელექტროენერგიის იმპორტი და თბილი ამინდები, უკრაინა ფართომასშტაბიანი გათიშვის წინაშე დადგებოდა, როგორც ეს იყო 2022-2023 წლებში.
კონტექსტი
2024 წლიდან მოყოლებული, რუსეთი, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეუჩერებელ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. სხვადასხვა მონაცემებით, მწყობრიდან გამოსულია/დაზიანებულია რამდენიმე რეგიონის ენერგეტიკული საწარმო, დაზიანებულია დნიპროჰესი.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ყველაზე დიდი საჰაერო იერიში, რუსეთმა, 22 მარტს ღამით მოაწყო. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. გენერალური შტაბის განცადების მიხედვით, რუსეთმა, კომბინირებული სარაკეტო-საავიაციო თავდასხმის დროს 151 ერთეული სხვადასხვა სახის საჰაერო საშუელება გამოიყენა, რომელთა ძირითად სამიზნეებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.