G7 "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებას მხარს უჭერს
G7-ის ქვეყნები უკრაინული მარცვლეულისა და სურსათის ექსპორტისთვის შავი ზღვის "მარცვლეულის ინიციატივის" გაფართოებას ემხრობიან. ამის შესახებ G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს გაეროს გენერალური მდივნის [ანტონიო გუტერეშის] მოწოდებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების შესახებ, რამაც გამოიწვია სურსათზე გლობალური ფასების შემცირება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაითვალისწინოს გენერალური მდივნის მოწოდება." - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, G7-ის ქვეყნები "აჩქარებენ მუშაობას" მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის სურსათის მიწოდებისთვის.
"ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ უფრო მდგრადი და ინკლუზიური კვების სისტემების პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში და მოვუწოდებთ G20-ს მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას", - განაცხადეს მინისტრებმა.
G7-მა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ "არის უახლეს ისტორიაში მომხდარი ყველაზე სერიოზული გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისის მამოძრავებელი ძალა".
3-4 ნოემბერს გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა.