გაიდაი: ოკუპირებულია ლუჰანსკის 95%, დონბასში ძალიან ცუდი ვითარებაა

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოკუპანტების შეკავება, თუმცა რეგიონში მძიმე ვითარებაა. 

"ოკუპირებულია ლუჰანსკის ოლქის 95%, დონბასში ძალიან ცუდი ვითარებაა. ჩვენი ძალები კვლავ აგრძელებენ მტრის შეკავებას, რომლებიც ანადგურებენ დასახლებულ პუნქტებს. სროლები საერთოდ არ წყდება",- წერს გაიდაი. 

ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, მაგისტრალი ბახმუტი-ლისიჩანსკი განუწყვეტლივ იბომბება. 

გზის გარკვეულ მონაკვეთზე ოკუპანტებმა გარღვევა შეძლეს და თავისი ბლოგ-პოსტიც განათავსეს, თუმცა დღეის მდგომარეობით გზაზე მოძრაობა გახსნილია და ქალაქებში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაც მოხერხდა. 

გაიდაის თქმით, რუსებმა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა, ხოლო ქალაქში ამ დრომდე რჩება 15 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე. 

სხვადასხვა მონაცემებით ლუჰანსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად მონაკვეთზე ამ დრომდე 40 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება. 

15 მაისს სერგეი გაიდაი ამბობდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლუჰანსკის ტერიტორიის 10%-ს აკონტროლებდნენ. ომის დაწყებამდე უკრაინა ლუჰანსკის ტერიტორიის 30%-ს აკონტროლებდა, 70%-ს ოკუპირება რუსეთმა 2014-2015 წლებში მოახდინა. 

მსგავსი სიახლეები