გაიდაი: რუბეჟნოეში კადიროველების სამეთაურო პუნქტი გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დროებით ოკუპირებულ რუბეჟნოეში, ლუგანსკის რეგიონში, კადიროველების სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ 12 ივნისს განაცხადა.
"უკრაინის სპეცრაზმისა და შეიარაღებული ძალების, კერძოდ არტილერიის კოორდინირებული მუშაობის სამი ფაქტია. ეს არის ვაგნერელთა განადგურება სტახანოვში, იქ მხოლოდ ერთი გადარჩა, ეს არის ჩეჩნების სამეთაურო პუნქტის განადგურება რუბეჟნოეში, მტრის დანაკარგებს ჩვენ ახლა ვიგებთ და დიდი რაოდენობის რუსი ჯარისკაცების განადგურება, რომლებიც სევეროდონეცკის ქიმიკოსთა სახლში შეხვედრის გამართვას ცდილობდნენ", - განაცხადა გაიდაიმ.