გერაშენკო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი დედებისთვის ცხელ ხაზს ხსნის
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი დედებისთვის ცხელ ხაზს ხსნის.
"დღეს საღამოს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების დედებისთვის, მამებისთვის, ცოლებისთვის, ბებიებისთვის და ბაბუებისთვის ცხელ ხაზს ხსნის.
მისი სახელი იქნება - "დაბრუნდი უკრაინიდან ცოცხალი!"
ამ "ცხელ ხაზზე" შეგიძლიათ იკითხოთ, ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ნათესავები, აიყვანეს თუ არა ტყვედ, არიან თუ არა დაჭრილი ან გაარკვიოთ, როდის და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი გარდაცვლილი ნათესავის ცხედარი.
თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ჩვენს ტყვეობაშია, შეგიძლიათ დატოვოთ მოკლე შეტყობინება ქმრისთვის, შვილისთვის.
მოგვიანებით ამ საკითხზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
"რუსეთო გაიღვიძე!" - წერს გერაშენკო.