გერმანიამ Nord Stream 2 გაზსადენის ლიცენზირების პროცესი შეაჩერა

 

გერმანიის ენერგორეგულატორმა „ნორდ სტრიმ 2-ის“ გაზსადენის ლიცენზირების პროცესი დროებით შეაჩერა.

გერმანული უწყების განცხადებით, მილსადენის ოპერატორი, რომელიც გერმანიაში „გაზპრომის“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს, გერმანული კანონმდებლობის დარღვევით იქნა რეგისტრირებული.

"ნორდ სტრიმ 2" გერმანიის და რუსეთის ახალი მილსადენით დაკავშირებას ითვალისწინებს, რომელიც გვერდს აუვლის უკრაინას.

ენერგორეგულატორის გადაწყვეტილება ევროპაში ბუნებრივი აირის ბაზარზე ფასების არნახულ ზრდას დაემთხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „გაზპრომს“ ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის განზრახ შემცირებაში სდებენ ბრალს, რათა გერმანიამ სადავო ინფრასტრუქტურული პროექტის დამტკიცება დააჩქაროს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში გაზის ექსპორტის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული „ნორდ სტრიმ 2-ის“ ამოქმედებასთან.

გაზსადენის წინააღმდეგ, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია, გამოდიოდნენ უკრაინა და აშშ, ასევე რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყანა. ისინი ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების საფრთხეზე მიანიშნებდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები