გერმანული რეგულატორი: 2022 წლის პირველ ნახევარში 'ნორდ სტრიმ 2' ვერ ამოქმედდება
2022 წლის პირველ ნახევარში ნორდ სტრიმ 2-ზე გერმანული ენერგორეგულატორის გადაწყვეტილებას არ უნდა ველოდოთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური ქსელური სააგენტოს პრეზიდენტმა, იოხენ ჰომანმა განაცხადა.
გაზსადენის სერტიფიცირების პროცესზე საუბრისას მან განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება.
16 ნოემბერს გერმანულმა ენერგორეგულატორმა ნორდ სტრიმ 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზი იყო გაზსადენის ოპერატორი შვეიცარული კომპანია, რომელმაც გერმანიაში შვილობილი კომპანია დააფუძნა.
ჰომანმა აღნიშნა, რომ როგორც კი კომპანია აუცილებელ დოკუმენტებს წარადგენს, სერტიფიცირება აღუდგება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში 8 დეკემბერს განაცხადეს, რომ გაზსადენის სერტიფიცირების დასრულებას 2022 წლის გაზაფხულზე ელიან.