გიორგი კვირიკაშვილი ტაშკენტის კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტვიტს ავრცელებს, სადაც ტაშკენტის კონფერენციაზე მის მონაწილეობაზე საუბრობს.

"მაღალი დონის ტაშკენტის კონფერენციაზე, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი ლობირებს უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - ავღანეთის გავლით უზბეკეთის დაკავშირებას პაკისტანის პორტებთან. პატივი მაქვს მოწვეული ვიყო სპიკერად." - წერს კვირიკაშვილი ტვიტერის გვერდზე.

-------------------------------------------------------------------

2018 წლის სექტემბერში გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა და საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში უზბეკეთის მთავრობას დახმარებას უწევდა.

 

მსგავსი სიახლეები