თალიბებისგან გაქცეული 1000 ავღანელი სამხედრო ტაჯიკეთში გაიქცა
თალიბანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების შედეგად უფრო და უფრო ბევრი ავღანელი სამხედრო გადადი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე.
5 ივლისს ორი ქვეყნის საზღვარი 1000-ზე მეტმა სამხედრომ გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაჯიკეთის სასაზღვრო ჯარების სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს.
ავღანელ სამხედროებს მათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.
იქამდე მეზობელ სახელმწიფოში ავღანეთიდან 400 სამხედრო შევიდა, რომლებიც ისლამისტებთან ბრძოლაში დამარცხდნენ.
ავღანეთის არმია ქვეყნის ჩრდილოეთში ტერორისტული ორგანიზაციების შეტევას ვერ უმკლავდება და პოზიციებს მუდმივად თმობს.
ამერიკის და სხვა მოკავშირე ქვეყნების ჯარები ავღანეთს 11 სექტემბერს დატოვებენ.