ტაჯიკეთმა ავღანეთში გამწვავებული სიტუაციის ფონზე 20 000 რეზერვისტის მობილიზება მოახდინა
ტაჯიკეთის პრეზიდენტის ემომალი რაჰმონის ბრძანებით 20 000 რეზერვისტის მობილიზება მოხდა. ავღანეთის არმიას თალიბების შეტევების მოგერიება უჭირს და ტერორისტული ორგანიზაცია უფრო და უფრო მეტ პროვინციას იკავებს.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1000 ავღანელი სამხედროს ტაჯიკეთში გაქცევას მოჰყვა.
ორგანიზაციამ ბადახშანის პროვინციის 6 ოლქი დაიკავა, რომელიც ტაჯიკეთს და ჩინეთს ესაზღვრება.
რაჰმონი უსაფრთხოების მდგომარეობაზე ვლადიმირ პუტინს და ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის ესაუბრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთი და პუტინი ტაჯიკეთს საზღვარზე სიტუაციის სტაბილიზებაში დახმარებას დაპირდნენ.