ჰამასის თავდასხმა ისრაელზე - მთავარი ამბები ამ დროისთვის
ისრაელზე ჰამასის უპრეცედენტო მასშტაბური თავდასხმის მეორე დღე მიმდინარეობს. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავარი ამბები ამ დროისთვის:
- 7 ოქტომბერს ისრაელის უსაფთხოების საბჭომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. ჰამასის თავდასხმის შემდეგ, პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოცხადდა;
- ბოლო საათებში ჰამასის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვმა ისრაელში 600 ადამიანს გადააჭარბა. დასახლებულ პუნქტებზე კონტროლის აღდგენის პარალელურად ისრაელის სამაშველო სამსახურები ბრძოლების ადგილას ათეულობით ცხედრებს პოულობენ;
- ისრაელის დაცვის არმია აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს ქვეყნის 8 დასახლებულ პუნქტში - ოპერაციის მიზანი ებრაული დასახლებების ჰამასის ნარჩენებისგან გაწმენდაა. ჰამასი თავის მხრივ ისრაელის ტერიტორიაზე ახალი ჯგუფების შეჭრის შესახებ იუწყება.
- ბრძოლების ძირითადად ღაზის სექტორის საზღვრის მიმდებარე ებრაულ დასახლებებში, ისრაელის არმიის ინფორმაციით, ტერორისტები სრულად ვერცერთ დასახლებას ვერ აკონტროლებენ;
- გასული 24 საათის განმავლობაში ისრაელის არმიამ საავიაციო დარტყმები მიიტანა 150 სამიზნეზე ღაზას სექტორში. საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურებულია 2 ბანკი და ჰამასის ლიდერების სახლები, მათ შორის ჰამასის დაზვერვის სამსახურის უფროსის;
- ბოლო მონაცემებით ტყვედ არის აყვანილი სულ ცოტა 100-მდე ისრაელელი, მათ შორის არიან სამხედროები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ოჯახები და ბავშვები. არსებული ცნობებით მძევლების უმეტესობა ჰამასმა უკვე გადაიყვანა ღაზას ტერიტორიაზე;
- დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა ღაზას სექტორში, ისრაელის არმიის ცნობით, ბოლო 24 საათში მოკლულია 400-მდე ბოევიკი;
- ისრაელის 2 მოქალაქე დაიღუპა ეგვიპტურ ალექსანდრშია, როდესაც ებრაელი ტურისტებით სავსე ავტობუსს ადგილობრივი პოლიციელმა ცეცხლი გაუხსნა;
- პარალელურად ვითარება იძაბება ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე, რომელსაც ლიბანის მხრიდან ჰეზბოლა აკონტროლებს. დილის საათებში ჰეზბოლას დანაყოფებმა ყუმბარმტყორცნებიდან დაბომბეს ისრაელის პოზიციები, რასაც ისრაელის არმიის გამაფრთხილებელი ცეცხლი და საცეცხლე წერტილების საარტილერიო დამუშავება მოჰყვა;