ილვესი საქართველოზე: არ მახსენდება აშშ-ის საელჩოს სიტყვა გაბრაზებული გამოეყენებინოს
ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა - ილვესმა თავის ტვიტერზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა, რომელიც ქართული ოცნების მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივ ანულირებას გულისხმობდა.
"გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია, არ მახსენდება საელჩოს ეს სიტყვა განცხადებაში გამოეყენებინოს. სიმართლე ის არის, რომ აშშ სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, რომლებიც საქართველოზე ზრუნავდნენ ჩიხშია",- წერს ილვესი.
28 ივლისს ქართული ოცნების საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მმართველი პარტია ცალმხრივად გადიოდა.
შეთანხმება 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით გაფორმდა და მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმასთან ერთად, შემოდგომის თვითმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნების მიერ 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას გულისხმობდა