ინდოეთმა 55 მილიონ ადამიანზე მეტი აცრა

იანვარში ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად დაეცა. თუმცა, მარტში არასაკმარისი ტესტირებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ვირუსის შემთხვევებმა მკვეთრი მატება დაიწყო. ხუთშაბათს ქვეყანაში ოქტომბრის შემდეგ რეკორდულად მაღალი 59 118  დღიური შემთხვევა დაფიქსირდა.

 

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში 11.7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 160 000 კი გარდაიცვალა. 

 

როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია?

ინდოეთმა ვაქცინაცია 16 იანვარს დაიწყო. საწყის ეტაპზე აცრა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ.

 

1 მარტიდან ვაქცინის მიღების კრიტერიუმი გაფართოვდა 60 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებზე და 45-დან 59 წლამდე მყოფ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებზე. მთავრობამ განაცხადა, რომ 1 აპრილიდან ვაქცინაციას 45 წელს ზემოთ ადამიანები შეძლებენ.

 

ინდოეთის მოქალაქეების აცრის დაჩქარების მიზნით, ქვეყანამ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ყველანაირი ექსპორტი დროებით შეაჩერა. ვაქცინა ინდოეთის სერუმის ინსტიტუტში იწარმოება.

 

ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილი Covax პლატფორმაზე. ინდოეთმა უკვე 60 მილიონი ვაქცინის ექსპორტირება მოახდინა 76 ქვეყანაში, რომელთან უმრავლესობაც Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა იყო.

 

ინდოეთში 55 მილიონი ადამიანი აიცრა. პარასკევს, მთავრობის განცხადებით 24 საათში 2.3 მილიონი ადამიანი აიცრა.

 

40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, 8 მილიონზე მეტი კი სრულად აცრილია.

 

ინდოეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური იმუნიზაციის პროგრამები. ინდოეთი ათობით მილიონ ახალშობილ ბავშვს და ფეხმძიმე ქალს ცრიდა სხვადასხვა დაავადებებზე.

 

წყარო:

bbc.com

 

მსგავსი სიახლეები