ინდოეთი 19 თვიანი პაუზის შემდეგ უცხოელ ტურისტებს მიიღებს

 

ინდოეთი უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის და ქვეყანაში შეზღუდვებს ამსუბუქებს.

პარასკევს ინდოეთმა ტურისტებისთვის ვიზების გაცემა დაიწყო. ქვეყნას უკვე 19 თვეა საზღვრები მოგზაურებისთვის ჩაკეტილი აქვს.

გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კლების ფონზე მიიღო. ინდოეთში დღიურად დაახლოებით ინფიცირების 20 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც პიკურ პერიოდთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

გარდა ამისა, ქვეყანაში სწრაფად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, მოსახლეობის 70%-ზე მეტმა აცრის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო.

ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ტურისტული ლოკაციები შესაძლოა ვირუსის გავრცელების ახალი კერა გახდეს.

შარშან ინდოეთს 2.74 მილიონი ტურისტი ეწვია, მაშინ როცა 2019 წელს ტურისტების რაოდენობა 11 მილიონი იყო.

ტურიზმი ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს და უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის.

 

 

მსგავსი სიახლეები