ინდოეთში ერთმანეთს სამი მატარებელი შეეჯახა, სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა
2 ივნისს, აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდიშაში, სარკინიგზო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 120 ადამიანი დაიღუპა და 850-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
შეჯახება სოფელ ბაგანაგასთან, ამავე სახელწოდების სადგურთან მოხდა.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს შეეჯახა ორი სწრაფი სამგზავრო მატარებელი და სუპერსწრაფი ექსპრესი.
შედეგად, ერთი სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი და მეორე სამგზავრო მატარებლის რამდენიმე ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
წინასწარი ინფორმაციით, ორი სამგზავრო მატარებელი გაურკვეველი მიზეზით იმავე ლიანდაგზე მოძრაობდა.
ინდოეთის ხელისუფლება დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს ზარალის ანაზღაურებას უკვე დაჰპირდა.