იოშკა ფიშერი: რუსეთის შესაკავებლად, ევროპას საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იოშკა ფიშერი თვლის, რომ რუსეთის ეფექტურად შეკავებისთვის, ევროკავშირს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება.

ამის შესახებ მან Zeit Online-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფიშერმა აღნიშნა, რომ "სამყარო შეიცვალა" და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "ბირთვული შანტაჟითაც მუშაობს".

ყოფილი გერმანელი მინისტრი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვულ არსენალებს არასაკმარისად მიიჩნევს "შეცვლილ ვითარებაზე საპასუხოდ."

გარდა ამისა, ფიშერმა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, ჩვეულებრივ იარაღში ინვესტიცია ჩადოს.

"ჩვენ უნდა აღვიდგინოთ შეკავების უნარი. სანამ ჩვენ გვყავს მეზობელი, რუსეთი, რომელიც ემორჩილება პუტინის იმპერიულ იდეოლოგიას, ჩვენ რუსეთის შეკავების გარეშე ვერ ვიარსებებთ," - თქვა მან.

თუმცა, ამის მიღწევა შეუძლებელია "ვალის მუხრუჭის და დაბალანსებული ბიუჯეტის დახმარებით".

მსგავსი სიახლეები