84 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი

84 წლის ასაკში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი. 

ოჯახის ცნობით, ჩეინის გარდაცვალების მიზეზი განგრძობადი პნევმონია და კარდიო-ვასკულარული დაავადება გახდა. 

ჩეინი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვაშინგტონის ბიუროკრატიაში გავლენიან ფიგურად რჩებოდა. პოლიტიკურად ყველაზე მაღალი თანამდებობა ჩეინიმ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში დაიკავა - მიიჩნევა, რომ ჩეინი შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 

ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჩეინის ეკავება თავდაცვის მდივნისა და თეთრი სახლის აპარატის უფროსის პოსტი, ასევე იყო ვაიომინგის კონგრესმენი. 

"დიკ ჩეინი კარგი და დიდი ადამიანი იყო, რომელმაც თავის შვილებს და შვილიშვილებს ქვეყნის სიყვარული ასწავლა"- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები