ირანში 21 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება - Amnesty International

ირანში ანტისამთავრობო აქციების კიდევ სამ მონაწილეს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. ინფორმაციას სააგენტო Reuters-მა 16 ნოემბერს გაავრცელა.

"ისინი დამნაშავედ ცნეს "კორუფციისა" და "ღმერთის წინააღმდეგ ომის" მუხლებით", - წერს სააგენტო.

Amnesty International-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ხელისუფლება კიდევ 21 ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვს.

Reuters ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ საპროტესტო აქციებზე სულ 19 000 ადამიანი დააკავეს.

ირანმა სიკვდილით დასჯა პირველ დემონსტრანტს 13 ნოემბერს, სამთავრობო შენობის დაწვისთვის მიუსაჯა. ირანის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული დამნაშავედ სცნეს "ღმერთის წინააღმდეგ ომის" ბრალდებით.

როგორც BBC-მ აღნიშნა, ირანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რამდენიმე მომიტინგის დემონსტრაციული სიკვდილით დასჯა "შეამცირებს მათ თანამებრძოლებში სახელმწიფოსთან კონფლიქტში შესვლის სურვილს".

მსგავსი სიახლეები