ისრაელის არმიის რეიდისას პალესტინელი მოზარდი მოკლეს

სამშაბათს გამთენიისას, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის არმიამ რეიდისას პალესტინელი მოზარდი მოკლა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ფარაას ლტოლვილთა ბანაკში ორი ძებნილი პალესტინელი დააკავეს, როდესაც ეჭვმიტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობით მიუახლოვდა ჯარებს.

IDF-მა განაცხადა, რომ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელს და მოკლეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 წლის მაჰმუდ ალ-აიდის ტყვიები თავში მოხვდა.

ბანაკში ახლახან შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფება არის დისლოცირებული, რომელიც დაკავშირებულია პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან.

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს ალ-აიდი, რომელიც იარაღით პოზირებს. თუმცა, არცერთ შეიარაღებულ ფრაქციას არ უთქვამს, რომ ის მათ წევრია.

ლიკვიდირებული თავდამსხმელი მაჰმუდ ალ-აიდი

IDF-მა განაცხადა, რომ ჯარისკაცებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი კიდევ 21 ადამიანი დააკავეს და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს დასავლეთ სანაპიროს სხვა რაიონებში ღამის რეიდების დროს, ზოგიერთ რაიონში ძალადობრივი ინციდენტებიც მოხდა.

ისრაელის არმიის ცნობით, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა ღამით მანქანიდან სამხედრო ცეცხლი გაუხსნეს საგუშაგოს, რომელიც იცავდა ჰომეშის უკანონო ჩექპოინტს, დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ნაბლუსთან. თავდასხმის დროს ჯარისკაცები არ დაშავებულან და სამხედროებმა რამდენიმე ჭურვი იქვე იპოვეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები