ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 15 წლიანი მმართველობა დასრულდა

ისრაელის პრეზიდენტის მიერ მიცემული 28 დღიანი ვადის ამოწურვამდე 35 წუთით ადრე, ისრაელის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, “იეშ ატიდის” ლიდერმა იაირ ლაპიდმა პრეზიდენტ რუვენ რივლინს დაურეკა და აცნობა, რომ ის და პარტია “იამინას” ლიდერი ნაფტალი ბენეტი მზად არიან შექმნან ახალი მთავრობა.

კოალიციის შექმნის და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა დასრულდება. ბენიამინ ნეთანიაჰუ 2009 წლიდან ისრაელის პრემიერია, იქამდე კი 1996-99 წლებში იკავებდა ამ პოზიციას.

ახალ კოალიციას ნეთანიაჰუს ყოფილი განათლების და თავდაცვის მინისტრი, ნაფტალი ბენეტი უხელმძღვანელებს. ბენეტის პარტიამ არჩევნებზე მხოლოდ 7 მანდატი მოიპოვა, თუმცა, მათ ტრადიციული პარტნიორების ნაცვლად ცენტრისტულ და მემარცხენე პარტიებთან ერთად შექმნეს “ცვლილების მთავრობა”. სწორედ ამის გამო, ბენეტი მანდატების მცირე რაოდენობის მიუხედავად, ქვეყნის პრემიერი იქნება 2023 წლის სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ მან პრემიერობა საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე (17/120 მანდატი) გასული პარტია “იეშ ატიდის” ლიდერს, იაირ ლაპიდს უნდა გადასცეს.

ეს იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველი კოალიცია, რომელსაც გარედან მხარს არაბული, ისლამისტური პარტია “რაამი” დაუჭერს. 

ახალ კოალიციაში სულ 8 პარტია შევა.

ნაფტალი ბენეტი და იაირ ლაპიდი

მსგავსი სიახლეები