იტალია აღდგომას მკაცრ კარანტინს აწესებს

იტალიამ მკაცრი, სამდღიანი კარანტინი დააწესა აღდგომას Covid-19-ის შემთხვევების ზრდის პრევენციისთვის.

 

იტალიაში ყველა რეგიონი “წითელ ზონად” გამოცხადდა, რადგან ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად ემზადება. გუშინ ქვეყანაში დღეში 20,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

ქვეყანაში არააუცილებელი საჭიროებებით გადაადგილება აიკრძალა, მაგრამ დაშვებულია აღდგომას 2 ადამიანის სტუმრობა.

 

ეკლესიები ღიაა, მაგრამ ლოცვაზე დასწრების მსურველებს უფლება აქვთ მხოლოდ მათი რეგიონების ტაძრებში მივიდნენ. 

 

მეორე წელია, რაც პაპი ფრანცისკე სააღდგომო მესას ცარიელ წმინდა პეტრეს მოედანზე აღავლენს. 

 

აღდგომის კვირის შემდეგ, ქვეყანა თვის ბოლომდე დარჩება “ნარჯისფერ” და “წითელ ზონად” დაყოფილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. იტალიის მთავრობამ შეზღუდვების დამატებით კონტროლში 70,000 პოლიციელი ჩართო.

 

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსით 110,328 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებული ჯამში 3.6 მილიონი ადამიანი იყო.

 

 

წყარო:

bbc.com

 

 

მსგავსი სიახლეები