იზოლაცია დოლარის სისტემისგან - აშშ-მ რუსეთის დაწესებული სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ აამოქმედა სანქციები მოსკოვის ფინანსური ბირჟის და რუსეთის კლირინგის ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ.

სანქციების გამოცხადებიდან მალევე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა შეაჩერა

კლირინგის ეროვნული ცენტრი სავალუტო ვაჭრობას არეგულირებს. აშშ-ს მიერ საკლირინგო უყების სანქცირება რეალურად დოლარის სისტემისგან იზოლაციას ნიშნავს. ცოტა ხნის წინ მოსკოვის ცენტრალურმა ბირჟამ განაცხადა, რომ 13 ივნისიდან წყვეტენ ვაჭრობას ევროსა და დოლარში. 

რუსეთის ცენტრალურ ბანკში დოლარსა და ევროში საბირჟო ვაჭრობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ ვალუტებში გარიგებების განხორციელება შესაძლებელი მხოლოდ არასაბირჟო პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი. 

გაფართოებულ სიაში აღმოჩნდა 30 ფიზიკური პირი და 200 კომპანია რუსეთიდან და ჩინეთიდან. გაერდა ამის გაოთხმაგდა იმ რუსული კომპანიების სია, რომლებთან თანამშრომლობისთვისაც აშშ-ს ხაზინა სანქციებს დააწესებს. 

ამგვარი სანქციების ალბათობის შესახებ გასულ შემოდგომაზე წერდა Wall Street Journal - სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დოლარის კურსის განსაზღვრის ალტერნატიული მექანიზმების შექმნა. მაღალი ალბათობით, ამ მიზნით გამოყენებული იქნება საბანკო ანგარიშგების დოკუმენტები და სავაჭრო ბირჟების მონაცემები.  

 

მსგავსი სიახლეები