ქაბულს დაუგეგმავი ვიზიტით სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ეწვია

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ განცხადება გაავრცელა, ქაბულში დაუგეგმავი ვიზიტით სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია. ბლინკენი ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და თალიბანის ოფიციალურ წარმომადგენელს, აბდულა აბდულას შეხვდება. 

Washington Post-ის ინფორმაცით, ენტონი ბლინკენმა აშრაფ ღანის დაუდასტურა, რომ ჯარების გაყვანის მიუხედავად აშშ კვლავაც დარჩება ავღანეთის და მისი ხალხის მხარდამჭერად. "ჩემი ვიზიტით მინდოდა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა აშშ-ს მხარდაჭერა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენი პარტნიორობის ფორმატი იცვლება, მაგრამ ჩვენი პარტნიორობა კვლავაც მტიცეა",- თქვა ბლინკენმა. 

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ აშშ-ის გადაწყვეტილებას და გამოკვეთავს თავის პრიორიტეტებს. აშშ-ის მიმართ მადლიერება გამოხატა თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებების პროცესში აბდულა აბდულამ. 

ავღანეთში ვიზიტამდე ენტონი ბლინკენი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ კოალიციური ჯარები ავღანეთს ამერიკელე ჯარისკაცებთან ერთად დატოვებს.

წინა დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მაისიდან დაიწყებს და პროცესი 11 სექტემბრამდე მორჩება. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ. 14 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა ჯო ბაიდენმაც. 2021 წლის 11 სექტემბერს 9/11 ტერაქტების 20 წლისთავია. 

უფრო მეტი ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე წაიკითხეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები