კანადაში რეკორდულად მაღალი - 46.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის შტატის ქალაქ ლიტონში 46.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა, რაც ბოლო 84 წლის რეკორდული მაჩვენებელია.

ლიტონი ვანკუვერის ჩრდილო-აღმოსავლეთით 250 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

შტატის ხელისუფლების განცხადებით, ამ დღეებში კონდიციონერების აქტიური გამოყენების გამო ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით გაიზარდა.

ამერიკის და კანადის მთავრობებმა მოქალაქეები უკვე გააფრთხილეს, რომ ამ კვირაში სიცხე “საშიშ” ზღვარს მიაღწევს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ კლიმატის ცვლილება მსგავს მოვლენებს გაახშირებს.

 

 

მსგავსი სიახლეები