კარლეს პუჩდემონი პატიმრობიდან განთავისუფლდა

სარდინიის სასამართლომ ხუთშაბათს დაკავებული კატალონიელი სეპარატისტების ლიდერი გაანთავისუფლა, თუმცა მას კუნძულის დატოვება ეკრძალება.

პუჩდემონი აეროპორტში დააკავეს. ის სარდინიაზე კატალონიური კულტურის ფესტივალში მონაწილეობას და სარდინიელ სეპარატისტებთან შეხვედრას გეგმავდა.

პუჩდემონმა პირველად ესპანეთი 2017 წელს დატოვა და ბელგიაში წავიდა. მის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება, ესპანეთის სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. 

პუჩდემონმა ბელგიის თავშესაფარი მიიღო და სასამართლო ესპანეთში მის ექსტრადიციას არ დაეთანხმა.

სეპარატისტი ლიდერი ამჟამად ევროპარლამენტის წევრია, თუმცა ევროპარლამენტმა მისი იმუნიტეტი მარტში შეაჩერა.

 

მსგავსი სიახლეები