ესპანეთში მთავრობის მიერ კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიას აპროტესტებენ

მთელს ესპანეთში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიერ დაგეგმილი კატალონიელი სეპარატისტების ამნისტია, რის სანაცვლოდაც მისი პარტია ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს.

ამის შესახებ Politico წერს.

სანჩესმა საკამათო შეთანხმებას გასულ კვირას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც კატალონიურმა სეპარატისტულმა პარტიამ Junts-მა მხარი დაუჭირა მის სოციალისტურ მუშათა პარტიას (PSOE) ახალი მთავრობის ფორმირებისთვის.

სეპარატისტებთან პრემიერის შეთანხმებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. კონსერვატიული სახალხო პარტიის (არჩევნებში პირველი ადგილი დაიკვა. - რედ.) ორგანიზებით, მადრიდში აქციაზე 80 000 ადამიანი გამოვიდა.

პარტია Junts-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ, სანჩესის სოციალისტები მიიღებენ კანონს, რომელიც აბსოლუტურ ამნისტიას მიანიჭებს ყველას, ვინც 2017 წლის კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობდა. შეთანხმება ასევე მოიცავს ჯერ კიდევ დაუზუსტებელ წინადადებას სამართლებრივი რეფორმის შესახებ, რომელსაც კრიტიკოსები ესპანეთში სასამართლო დამოუკიდებლობის შელახვად მიიჩნევენ.

სანჩესისა და კატალონიელის სეპარატისიტების შეთანხმების საწინააღმდეგო აქციაში ბარსელონაში 6000 ადამიანი მონაწილეობდა, გრანადაში - 30 000 და სევილიაში - 50 000.

მსგავსი სიახლეები